ახალი ამბები

„ომიკრონის“ შტამი გერმანიასა და იტალიაშიც დაფიქსირდა, ბრიტანეთი შეზღუდვებს ამკაცრებს

„ომიკრონის“ შტამი გერმანიასა და იტალიაშიც დაფიქსირდა, ბრიტანეთი შეზღუდვებს ამკაცრებს

კორონავირუსის ახალი შტამი სახელწოდებით „ომიკრონი“, რომელსაც ექსპერტების შეფასებით შემაშფოთებლი რაოდენობის მუტაციები აქვს განცდილი, გერმანიასა და იტალიაშიც დაფიქსირდა.

მანამდე, ქვეყანაში აღნიშნული შტამით ინფიცირების შესახებ ინფორმაცია ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყებამაც გაავრცელა.

როგორც  Reuters წერს, კორონავირუსის ახალი ვარიანტი მილანის საავადმყოფოში პაციენტს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში მოზამბიკიდან დაბრუნდა. იტალიის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, პაციენტის და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებია.

ამასთან, ახალი შტამის აღმოჩენის შესახებ განცხადება გერმანიის შესაბამისმა უწყებებმაც გაავრცელეს. ბავარიაში ვირუსის ახალი შტამი ორ პაციენტს აღმოაჩნდა. ვარიანტი აღმოჩენილია ბელგიაშიც.

რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ახალი შტამის აღმოჩენის შემდეგ განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სივრცეებში პირბადეების ტარება კვლავ სავალდებულო ხდება. ყველა პირი კი რომელიც ბრიტანეთში ჩავა, ვალდებული იქნება PCR ტესტირება ჩაიტაროს.

ჯონსონის განცხადებით,  პირებს, რომლებსაც ექნებათ კონტაქტი კოვიდ დადასტრუებულ პირებთან, მიუხედავად იმისა აცრილები არიან თუ არა 10 დღიან თვითიზოლაციას გაივლიან.

ახალი შტამის გავრცელების თავიდან ასაცილებლად რიგმა ქვეყნებმა აფრიკის ქვეყნებთან მიმოსვლაზე შეზღუდვები დააწესეს. „ომიკრონი“ თავდაპირველად სწორედ ბოცვანაში დაფიქსირდა.

ბრიტანული The Guardian-ის თანახმად, ახლად გამოვლენილი შტამის ე.წ. საცეც (Spike) ცილაში 32 მუტაციაა. ეს გარემოება მკვლევართა ნაწილს აშფოთებს, ვინაიდან მუტაციების სიჭარბე, შესაძლოა, დაეხმაროს ვირუსს, მარტივად გადალახოს სხეულის თავდაცვითი მექანიზმები.

ახალი ვარიანტის — სახელწოდებით B.1.1.529 — ამ დრომდე გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა მცირეა. ის თავდაპირველად აფრიკის სამხრეთში მდებარე პატარა სახელმწიფოში, ბოტსვანაში დააფიქსირეს. ბოტსვანაში 3 შემთხვევაა აღრიცხული, მეზობელ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში კი — ექვსი. ახალი შტამის 1 შემთხვევა ასევე დაუდასტურდა ჰონგ-კონგში მყოფ პირს, რომელიც იქ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან იყო ჩასული.

საცეცი ცილა (spike protein) ძირითადია იმ 4 ცილას შორის, რომლებიც კორონავირუსის გარსს ფარავენ. მას წაწვეტებული ფორმა აქვს. კორონავირუსი უჯრედში სწორედ საცეცი ცილის მეშვეობით აღწევს.

საცეც ცილაში მომხდარ მუტაციას შეუძლია, გავლენა მოახდინოს ვირუსის გავრცელებისა და უჯრედის დაინფიცირების შესაძლებლობაზე, მაგრამ ამასთანავე, იმუნურ სისტემას ურთულებს ვირუსზე შეწინააღმდეგების შესაძლებლობას.

სპეციალისტების განცხადებით, ახალი ვარიანტი, მისი საცეცი ცილის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყურადღებით დაკვირვებას საჭიროებს. თუმცა, მონაცემების სიმწირიდან გამომდინარე, შტამის მახასიათებლებზე, მათ შორის გადადების მაჩვენებელზე, საუბარი უჭირთ.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.