ახალი ამბები

მისაღებია, რომ ისინი იყვნენ საკრებულოს თავმჯდომარეები – მელია გახარიას პარტიაზე

მისაღებია, რომ ისინი იყვნენ საკრებულოს თავმჯდომარეები – მელია გახარიას პარტიაზე

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, მზად არის ითანამშრომლოს გიორგი გახარიას პარტიის კანდიდატებთან და მათ მხარი დაუჭიროს კონკრეტული მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარეობის პოზიციებზე.

მან ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.

“ჩვენ ერთმანეთი მოგვწონს თუ არა, მე ვფიქრობ, რომ გახარიას პარტიასთან არაფერი გვაქვს საერთო და არც გვექნება, მაგრამ ამომრჩეველმა ასე გადაწყვიტა, რომ უმრავლესობა მანდატების მიანიჭა ოპოზიციას, რათა ქართულმა ოცნებამ ფული აღარ მოიპაროს. ეს არის დაკვეთა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენთვის მისაღებია, რომ ისინი იყვნენ საკრებულოს თავმჯდომარეები, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ გვესმოდეს საკრებულო, როგორც ასეთი, იყოს ოპოზიციური

მეორე რაც მნიშნველოვანია, ყველა ის პოზიტიური პროგრამა შევაჯეროთ და ვუპასუხოთ საზოგადოების საჭიროებას.

ეს ყველაფერი შესაძლებელია, როდესაც საკრებულო დაკომპლექტდება ოპოზიციური პარტიების მიერ. ჩემთვის მიუღებელია, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარე იქნება ოპოზიციონერი, ხოლო ქართული ოცნების წარმომადგენლები დავასახელოთ სხვადასხვა თანამდებობებზე”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

პარტია “საქართველოსთვის” წერვების განცხადებით,  “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” სთავაზობენ ღია კონსულტაციებს, რათა, მათ შორის, საკრებულოების თავმჯდომარეებად პარტია “საქართველოსთვის” წევრები აირჩიონ.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.