ახალი ამბები

თუ შეეცდებიან ძალით გადაყვანას, შიმშილობას ვაპირებო – ხერხეულიძე სააკაშვილზე

თუ შეეცდებიან ძალით გადაყვანას, შიმშილობას ვაპირებო – ხერხეულიძე სააკაშვილზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ეკა ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აპირებს, თუ გორის ჰოსპიტალიდან მის გადაყვანას ფიზიკური ძალის გამოყენებით შეეცდებიან.

„მას [სააკაშვილს] აქვს ნათქვამი, თუკი ისინი შეეცდებიან ფიზიკური ძალის გამოყენებით გაიყვანონ, ის დაუყოვნებლივ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით .. ადამიანი, რომელიც ვერ იკვებება ფაქტობრივად, პატარა ბავშვის დოზასაც ვერ იღებს – ეს ადამიანი აპირებს შიმშილობას,“ – თქვა ხერხეულიძემ „მთავარ არხთან“.


ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით 27 დეკემბერს მას გორის ჰოსპიტალში შესვლის საშუალება არ მისცეს.

ჰოსპიტალში საღამოს ასევე მივიდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, ანა ჯანიაშვილი. ჯანიაშვილის ინფორმაციით, სააკაშვილმა მას უთხრა, რომ მის გადაყვანას აპირებდნენ, რა დროსაც, ის შეუძლოდ გახდა – „შემდეგ აღარ ახსოვს, რაღაც ეტაპი“.

გვიან ღამით, სახალხო დამცველის გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან ადვოკატმა და „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ სააკაშვილის წერილი წაიკითხა, სადაც ის ამბობს, მისთვის უცნობმა პირებმა, მისი ძალით გადაყვანა სცადეს.

„მე გავუწიე წინააღმდეგობა, რის შემდეგაც გავითიშე და არ მახსოვს გარკვეული მონაკვეთი. გონებაზე რომ მოვედი, ექიმი მადგა თავზე და მითხრა, რომ არსად აღარ გადავყავდი და ვრჩებოდი ჰოსპიტალში. ასევე მითხრეს, რომ ჩემს ექიმებს შემოუშვებდნენ, მაგრამ არ შემოუშვეს. ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზი, რომელიც ოდესმე მქონია ცხოვრებაში. მთელი ამ ხნის განმავლობაში მიღებდნენ ვიდეოს, მათ შორის სამედიცინო პრობლემების დროს. ვიდეოზე დაფიქსირებულია ჩემი მძიმე მდგომარეობა“, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილი წერილში.

ჩემი ძალით გადაყვანა სცადეს, რა დროსაც გავითიშე – სააკაშვილი

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.