ახალი ამბები

“ბიზნეს აკადემია აბიტურიენტებისთვის”

“ბიზნეს აკადემია აბიტურიენტებისთვის”

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) იწყებს პროექტს „ბიზნეს აკადემია აბიტურიენტებისთვის“.

პროექტის შინაარსობრივი ნაწილი შედგენილია, Harvard Business Publishing Education-ის, საქართველოს ეროვნული ბანკის, OECD ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელისა და The Economist Educational Foundation-ის მიერ მოწოდებული მასალებით.

კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტისა და საქართველოს ფინანსური განათლების ასოციაციის მიერ შექმნილი კურსი, აბიტურიენტს სთავაზობს საბაზისო ცოდნას ბიზნესის შესახებ (კურსი მოიცავს ფინანსების, მენეჯმენტისა და ტურიზმის თემატიკას).

პროექტის მიზანია, აბიტურიენტებს მიაწოდოს ზოგადი ცოდნა არსებული ბიზნეს გარემოს, მასთან დაკავშირებული შესაძლებლობებისა და რისკების შესახებ.
ბიზნეს აკადემიის მონაწილე აბიტურიენტი, პროფესიის შესახებ მიიღებს დეტალურ ინფორმაციას და შეძლებს სწორად შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები პროფესიაში.

პროექტის შინაარსი:

თემა: “კონკურენცია და ფასები – როგორი უნდა იყოს კონკურენტული ბიზნესი”
სპიკერი: ირაკლი ლექვინაძე – საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი.

თემა: “ბიზნესი და ეკონომიკა ციფრებში”
სპიკერი: გოგიტა თოდრაძე – საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი.

თემა: “ენერგეტიკა და ფასები”
სპიკერი: მაია მელიქიძე – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის წევრი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი.

თემა: “ბიზნესის დაწყება, ბიზნეს გარემო და ლიდერობა”
სპიკერი: გიორგი აბაშიშვილი – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის (UN DESA) ეროვნული კონსულტანტი საქართველოში. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი.

თემა: “საფინანსო სექტორი და ფინანსური გადაწყვეტილებები”
სალომე ლიპარტელიანი – საქართველოს ფინანსური განათლების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. ბიზნეს პორტალ BPI.GE ბიზნეს პროცესების მენეჯერი. CIU ბიზნეს ინსტიტუტის (CIU_BI) კოორდინატორი.

პროექტის მონაწილეები დაჯილდოვდებიან სერტიფიკატებითა და ციფრული ტექნელოგიების შემსწავლელი კურსის 1000 ლარიანი ვაუჩერებით.

კურსი განკუთვნილია მხოლოდ აბიტურიენტებისთვის.
პროექტი შედგება 5 სალექციო შეხვედრისგან და ჩატარდება ონლაინ ფორმატით.

დარეგისტრირდი 19 თებერვლამდე

დეტალური ინფორციისთვის ეწვიეთ ბმულს

პროექტის მხარდაჭერილია: The Financial Times – საგანმანათლებლო ლიცენზიითა და Business Insider – კვლევის მხარდამჭერი ლიცენზიით.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სხვა ამბები

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.