ახალი ამბები

ონლაინიდან დასწრებულ სწავლებაზე დაბრუნება 25 325-მა სკოლის მოსწავლემ მოითხოვა – ბოლო სტატისტიკა

ონლაინიდან დასწრებულ სწავლებაზე დაბრუნება 25 325-მა სკოლის მოსწავლემ მოითხოვა – ბოლო სტატისტიკა

17 თებერვალს, საქართველოს მასშტაბით, დისტანციური სწავლების ფორმატზე გადასვლის სურვილი 8 992-მა მოსწავლემ დააფიქსირა და სპეციალურ სისტემაში დარეგისტრირდა, 25 325-მა მოსწავლემ კი პირიქით, ონლაინიდან კლასში დაბრუნება მოითხოვა, რაც ძალიან გაზრდილი მაჩვენებელია ბოლო კვირებისგან განსხვავებით. განახლებული სტატისტიკა EDU.ARIS.GE-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან მიაწოდეს. აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ონლაინ სწავლებაზე 21 095 მოსწავლე გადავიდა, კვლავ დასწრებული სწავლება კი 10 295-მა მოითხოვა.

საქართველოში ომიკრონის შტამის მკვეთრი ცირკულირების მიუხედავად, მთავრობის საკოორდინაციო საბჭო სკოლების ჰიბრიდულ რეჟიმში მუშაობის გადაწყვეტილებას არ ცვლის. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ სკოლები ღია იქნება და მათი დახურვა წერტილოვნად განხორციელდება, შექმნილი ვითარების სპეციალისტების მხრიდან განსჯის შემდეგ.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები კვლავ არასახარბიელოა. 17 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 15 644 ახალი შემთხვევა.

რაც შეეხება ვაქცინაციას ასაკობრივ ჯგუფებში, ასევე 17 თებერვლის მონაცემებით, 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 997 (2.25%), სრულად აცრილია – 3 022 (1.70%). ხოლო 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 489 (15.40%), სრულად აცრილია- 10 993 (13.56%).

შეგახსენებთ, რომ ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში. დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ ვებგვერდზე – https://online.emis.ge

ასევე იხილეთ:

როგორ უნდა დაიცვას მშობელმა ბავშვი ინტერნეტის გამოყენებისას – UNICEF-ის განახლებული სახელმძღვანელო პრინციპები

„მოსწავლეებში ცოდნის მიღების მოტივაცია აღარ არსებობს“ – სწავლების ხარისხი საქართველოში და რეფორმების მოლოდინი

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.