ახალი ამბები

“ევროპის უნივერსიტეტს“ უკრაინის პარტნიორი უნივერსიტეტებიდან სტუდენტები ჩამოჰყავს

“ევროპის უნივერსიტეტს“ უკრაინის პარტნიორი უნივერსიტეტებიდან სტუდენტები ჩამოჰყავს

“ევროპის უნივერსიტეტს“ უკრაინის პარტნიორი უნივერსიტეტებიდან სტუდენტები ჩამოჰყავს. პირველი სტუდენტი, რომელიც „ევროპის უნივერისტეტის“ და ხმელნიცკის ეროვნული უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოში ჩამოვიდა, ოლექსანდრა იანჩუკია.

ოლექსანდრა იანჩუკი სწავლას „ევროპის უნივერსიტეტში“ მენეჯმენტის პროგრამაზე გააგრძელებს, იცხოვრებს უნივერსიტეტის სტუდენტურ საცხოვრებელში და უზრუნველყოფილი იქნება ყოველთვიური სტიპენდიით.

“მე ჩამოვედი გუშინ თბილისში, ვსწავლობ ხმელნიცკის ეროვნულ უნივერსიტეტში და ჩემი უნივერსიტეტის დახმარებით ვიცნობ „ევროპის უნივერსიტეტს“. საკუთარი თვალით ვხედავდი რა ხდებოდა უკრაინაში და რისი გადატანა უწევთ უკრაინის მოსახლეობას, მათ შორი ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს. როგორ იბომბება ქალაქები და როგორ იქცევა ჩვენი ლამაზი ქალაქები ნანგრევებად. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება. მე გამიმართლა, რომ შევძელი საზღვარზე გადასვლა და პოლონეთისთვის თავის შეფარება, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც არ შეუძლიათ საკუთარი ქალაქების დატოვება და იმყოფებიან დაბომბვის ქვეშ.

მამაჩემი შეუერთდა უკრაინის არმიას და დღეს იბრძვის ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის. ვლოცულობ მისთვის და ყველასთვის, ვინც დღეს უკრაინას იცავს. უკრაინელების სიმამაცემ გააოცა მთელი მსოფლიო და გულწრფელად მჯერა, რომ ამ ომში ჩვენ გავიმარჯვებთ. მადლობა საქართველოს, მის მოქალაქეებს, ქართველ მოხალისეებს, რომლებიც ეხმარებიან უკრაინელებს. დიდი მადლობა „ევროპის უნივერსიტეტს“, რომელმაც შესაძლებლობა მომცა მეცხოვრა და მესწავლა თქვენთან, მქონოდა ყოველთვიური სტიპენდია და თავშესაფარი. მინდა, გთხოვოთ ყველას, რომ რითაც შეგიძლიათ, დაეხმაროთ უკრაინას და უკრაინელებს“, – განაცხადა ოლექსანდრა იანჩუკმა და რუს თანატოლებს მოუწოდა, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები გააპროტესტონ.

რუს თანატოლებს მიმართავს ასევე „ევროპის უნივერსიტეტის“ კიდევ ერთი სტუდენტი, უკრაინის მოქალაქე ირაკლი შამუგია და მოუწოდებს მათ, გამოვიდნენ ქუჩებში, გააპროტესტონ პუტინის სისხლიანი პოლიტიკა, რადგან 21-ე საუკუნე ომების საუკუნე არ არის.

აღსანიშნავია, რომ “ევროპის უნივერსიტეტი“ უკრაინიდან უახლოეს პერიოდში სტუდენტების კიდევ ერთ ნაკადს ელოდება.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.