ახალი ამბები

რუსეთი დაეცემა, უკრაინა კი ევროპული მომავლისკენ მიემართება — ფონ დერ ლაიენი

რუსეთი დაეცემა, უკრაინა კი ევროპული მომავლისკენ მიემართება — ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ევროკავშირში უკვე ამზადებენ სანქციების მეექვსე პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ. მის მიერ “ტვიტერზე” გამოქვეყნებულ მოკლე განცხადებაში ვკითხულობთ:

“ჩვენ ვერასდროს შევედრებით უკრაინელი ხალხის თავგანწირვას. თუმცა, ვახდენთ ჩვენი ეკონომიკური ძალის მობილიზებას, რათა პუტინმა [საფასური] გადაიხადოს.

დავაწესეთ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და უკვე ვამზადებთ [სანქციების] მეექვსე ტალღასაც. რუსეთი დაეცემა, უკრაინა კი ევროპული მომავლისკენ მიემართება”.

8 აპრილს ფონ დერ ლაიენი უკრაინაში ჩავიდა და მოინახულა ქალაქი ბუჩა, რომელზეც უკრაინის არმიამ კონტროლი ცოტა ხნის წინ დაიბრუნა. რუსეთის საოკუპაციო ძალების გასვლის შემდეგ, ქალაქში არაერთი ადამიანის გვამი იპოვეს. ზოგიერთს მათგანს ხელები ჰქონდა შეკრული.

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთის ძალებმა ბუჩაში 300-ზე მეტი ადამიანი მოკლეს და აწამეს. მოსკოვში აღნიშნულს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ქალაქის ქუჩებში ცხედრები მას შემდეგ გაჩნდა, რაც ის რუსმა სამხედროებმა დატოვეს.

რუსეთის ამ მტკიცებას აბათილებს დასავლურ მედიაში გამოქვეყნებული სატელიტური ფოტოები, რომელთა მიხედვითაც ცხედრები ქუჩებში მარტის შუა რიცხვებშიც ფიქსირდებოდა, ანუ იმ დროს, როცა ქალაქს რუსი ჯარისკაცები აკონტროლებდნენ.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო ქვეყნის წინააღმდეგ. ამის შემდეგ, 40 დღეზე მეტია, რუსეთის ძალები ბომბავენ როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

“ნეტავი, მეც მოვეკალი” — ბუჩის ხოცვა-ჟლეტას გადარჩენილი ქალი

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.