ახალი ამბები

სააკაშვილი პასუხობს კობახიძეს, რომელმაც მას ოლიგარქი უწოდა

სააკაშვილი პასუხობს კობახიძეს, რომელმაც მას ოლიგარქი უწოდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ თამვჯდომარის გუშინდელ განცხადებას ფეისბუკ პოსტით ეხმაურება.

გუშინ, 17 ივნისს ირაკლი კობახიძემ „ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროკომისია შეფასების დოკუმენტში საქართველოს დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერში არა ბიძინა ივანიშვილს, არამედ მიხეილ სააკაშვილსა და დავით კეზერაშვილს გულისხმობდა:

„გუშინდელი დღის მთავარი ღადაობა – ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მე ვარ ოლიგარქი. ამიტომ ვითხოვ სასწრაფოდ გამათავისუფლოთ და გამიშვათ ჩემს ფაზენდაში ბრაზილიაში. თან ხეები მაქვს იქიდან ჩამოსატანი და ხოხბები ჩამოსაყვანი. თანაც თვის ბოლო ახლოვდება და მოსამართლეებს და პროკურორებს ხელფასი კონვერტებით დროულად უნდა დავურიგო.

მართალია, ნებისმიერი მათგანი ჩემზე უფრო მდიდარია, მაგრამ იმედია, რადგან ოლიგარქის ტიტული მომანიჭეს, კრედიტ-სუისიც დროულად გადმომირიცხავს ჩემს კუთვნილ მილიარდებს“ – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

17 ივნისს, ევროკომისიამ მხარი დაუჭირა უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თანდართული პირობებით, საქართველოსთვის კი კომისია რეკომენდაციას უწევს ევროპული პერსპექტივის მინიჭებას, ხოლო პირობების შესრულების შემდეგ შანსს, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ერთი-ერთი პირობა, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს კონტექსტში დაასახელა, ქვეყნის დეოლიგარქიზაცია იყო.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.