ახალი ამბები

“ლუკაშენკოს ვიზიტზე საქართველოს რეაქცია არ გვაღელვებს” – არძინბა

“ლუკაშენკოს ვიზიტზე საქართველოს რეაქცია არ გვაღელვებს” – არძინბა

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრი ინალ არძინბა ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით ქართული მხარის განცხადებებს ეხმიანება.

“აფხაზეთის რესპუბლიკა დამოუკიდებელი სახელმწიფოა, საერთაშორისო სამართლის სუბიექტი და გეოპოლიტიკური რეალობა. ჩვენ ბელარუსს ჩვენი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებად განვიხილავთ. ისენი ჩვენი მეგობრები არიან. ამ ვიზიტთან დაკავშირებით მესამე ქვეყნების რეაქცია, მაგალითად, საქართველოსი, არ გვაღელვებს”, – განაცხადა არძინბამ.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო აფხაზეთში 28 სექტემბერს ჩავიდა. ის აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევით ალექსანდრე ლუკაშენკოს „ვიზიტი” აფხაზეთში და ბელარუსს მოუწოდა, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად დაიბარეს ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი.

ოფიციალურ უწყებებს არ განუცხადებიათ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე ბელარუსის პრეზიდენტის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ.

ნახეთ ლუკაშენკოს ვიზიტზე აფხაზეთში გამოხმაურებათა ნაწილი:

არ ასახავს ბელარუსელი ხალხის ნებას – ტიხანოვსკაია ლუკაშენკოს ვიზიტზე

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.