ახალი ამბები

„თუ არაფერი შეიცვალა, რამდენიმე მისვლა მაქვს დარჩენილი“ — მიტროპოლიტი სააკაშვილზე

„თუ არაფერი შეიცვალა, რამდენიმე მისვლა მაქვს დარჩენილი“ — მიტროპოლიტი სააკაშვილზე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი „მთავარ არხთან“ საუბრისას აცხადებს, რომ თუ არაფერი შეიცვლება მიხეილ სააკაშვილთან ალბათ რამდენიმე შეხვედრა აქვს დარჩენილი — „თუ ასე გაგრძელდა, სიკვდილმისჯილი გამოდის ეს ადამიანი“.

მიტროპოლიტის თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი მკურნალობას საზღვარგარეთ არ მიიღებს, მისი სიცოცხლე სერიოზული საფრთხის ქვეშაა:

„მე პრეზიდენტ სააკაშვილთან დავდივარ წელიწად-ნახევარია. ჯერ კიდევ შარშანდელი შემოდგომიდან რეგულარულად აღსარებას მეუბნება და ეზიარება. განსაკუთრებით, გასული წლის მაისიდან ორ კვირაში ერთხელ მასთან შევდივარ. ძალიან საგრძნობი ცვლილებაა. ლინჩის წესით გასამართლებაა, როცა ადამიან გამოუტანენ განაჩენს გასამართლების გარეშე. მე მინდა გავიმეორე, ძალიან საგანგაშო და საშიში ფრაზები. ასე თუ გაგრძელდა და არაფერი შეიცვალა, მე ალბათ რამდენიმე მისვლა მაქვს მასთან დარჩენილი.

უბრალოდ მივალ და აღარ დამხვდება.თუ ასე გაგრძელდა სიკვდილმისჯილი გამოდის ეს ადამიანი, ყოველგვარი გასამართლების გარეშე. თუ სასამართლომ გაასამართლა ის და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ყოველ შემთხვევაში სასამართლოს სამუდამო პატიმრობა და მით უმეტეს სიკვდილით დასჯა არ მიუსჯია მისთვის და გამოდის, რომ სიკვდილი აქვს მისჯილი. მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის სწორი […] ეს ადამიანი კვდება და მე მინდა გითხრათ, რომ მისი სიკვდილი ჩვენთვის რიგითი ადამიანებისთვის ბევრად ცუდი იქნება, ვიდრე თავად მისთვის,“ — ამბობს მიტროპოლიტი.

საქართველოში აპირებენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ, რომლის მიხედვითაც ყველა მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა, ჩაითვლება „უცხოეთის გავლენის აგენტად“.

მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონპროექტის მიზანია საქართველოში მოქმედი იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკვირდებიან და აკრიტიკებენ ხელისუფლებას.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.