მოსამართლეთა სანქციები: ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
ოპოზიციონერი დეპუტატები სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლის სანქცირების თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულ კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით პარლანეტში საგამოძიებო კომისიის შექმნას და ამ მიზნით რიგგარაშე სხდომის ჩანიშვნას ითხოვენ. ამის შესახებ დეპუტატებმა დღეს, 6 აპრილს პარლამენტში ბრიფინგზე ისაუბრეს.
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებით, საგამოძიებო კომისიის შექმნას ეთანხმება ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი.
“ორშაბათს მივმართავთ პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზნით, რადგან მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი დღე, რომელიც დააყოვნებს რეაგირებას სანქცირების თემებთან დაკავშირებით, შეიძლება ძალიან დიდი ზიანის მომტანი იყოს საქართველოსთვის”, – განაცხადა მან.
პარტია “ლელოს” დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასანქცირებენ ხელისუფლების რომელიმე შტოს წარმომადგენელს საქართველოში. მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნა შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტი იყოს, რის გაკეთებასაც ოპოზიიონერი დეპუტატები შეძლებენ:
“ქართული ოცნება, მათი კორუმპირებული სასამართლო კლანი საფრთხეს უქმნის საქართველოს თითოულ მოქალაქეს იმიტომ, რომ ხელისფლების ურთიერთობები აშშ-სთან ასეთ მინიმალურ ნიშნულზე ისტორიულად არ ყოფილა. პირველად ხდება, რომ ასანქცირებენ ხელისუფლების რომელიმე შტოს წარმომადგენელს. ამიტომ დღევანდელი რეაქციით ვამბობთ რომ ჩვენ, როგორც ხელისუფლების ოპოზიციური ნაწილი პარლამენტში ჩვენს წარმომადგენლობით მანდატებს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ დავიცვათ თითოეული თქვენთაგანის, თითოეული საქართველოს მოქალაქის უფლება, იცხოვროს უსაფრთხო გარემოში. ამისთვის ჩვენ გვჭირდება ჩვენი სტრატეგიული პარტნიროები.
პირველ რიგში ჩვენთვის ეს არის გზავნილი, რომ მათ [აშშ-ს] ჰყავთ მტკიცე მოკავშირეები ქართველი ხალხის და დემოკრატიული ოპოზიციის სახით და ჩვენ არ ვაპირებთ უყურადღებოდ დავტოვოთ ის უკიდურესი შეშფოთება, რაც ვაშინგტონმა გამოხატა, როდესაც დაასანქცირა კონკრეტული მოქალაქეები. ამიტომ, ამ კომიისიის შექნა შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტი, რაც კი შესაძლოა განხორციელებულიყო ჩვენს პარლამენტში. მოვუწოდებ ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს, გამოიყენოს საკუთარი მანდატი საქართველოს მოქალაქების დასაცავად”, – განაცხადა სამადაშვილმა.
რა არის დროებითი საგამოძიებო კომისია?
პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესასწავლად, სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებისგამოკვლევის მიზნით. კომისიის შექმნის საფუძველია:
- ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირის კანონსაწინააღმდეგო ქმედებისშესახებ, კორუფციული სამართალდარღვევის შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნისსაქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა ინტერესებს;
- ინფორმაცია სახელმწიფო ბიუჯეტის, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის არამართლზომიერი ხარჯვის შესახებ.
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიცირების უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტს, ფრაქციას, პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთ მეხუთედს. კომისიის შექმნას სჭირდება 50 დეპუტატის მხარდაჭერა, ხოლო მოწინააღმდეგეთა ხმები გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღება. კომისიის შემადგენლობაშიც ოპოზიციის წარმომადგენლობა არ შეიძლება იყოს ნახევარზე ნაკლები.
დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა. კომისია უფლებამოსილია გაეცნოს სისხლის სამართლის საქმეს, მიმართოს პარლამენტს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე. კომისიას უფლება აქვს, კანონმდებლობის დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში დასვას საკითხი იმ შესაბამისი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე, რომელიც ვალდებულია აღკვეთოს კანონმდებლობის დარღვევა, ასევე, დააყენოს გამოძიების დაწყების, ადმინისტრაციული ან დისციპლინური წარმოების აღძვრის, უკანონო მფლობელობიდან სახელმწიფო ქონების გამოთხოვის ან სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საკითხი.
საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.