ახალი ამბები

განვიხილავთ ალტერნატიული პლატფორმით კონსილიუმს – გვარამია

განვიხილავთ ალტერნატიული პლატფორმით კონსილიუმს – გვარამია

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ალტერნატიული კონსილიუმის შექმნის თხოვნით ცენტრ „ემპათიას“  მიმართავს. ამის შესახებ დღეს, 26 ოქტომბერს, სააკაშვილის ადვოკატმა და „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისი თქმით, არ უკვე არსებულ კონსილიუმს, რადგან მასში მონაწილეობას იუსტიციის მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მონაწილეობენ.

„რაც შეეხება კონსილიუმს, მიხეილ სააკაშვილი, როგორც მე უკვე გითხარით, ღრმა პატივისცემას და სრულ ნდობას გამოხატავს კონსილიუმში შემავალი ექიმების მიმართ. თუმცა ჩვენ განვიხილავთ ალტერნატიული პლატფორმით კონსილიუმს და მივმართავ, პირდაპირი ეთერიდან ცენტრ „ემპათიას“ და ქალბატონ მარიამ ჯიშკარიანს, იმას ვისაც ვენდობით ჩვენც და ენდობა საზოგადოებაც, მივმართავთ თხოვნით, რომ გააკეთოს ალტერნარტიული კონსილიუმი, საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით და თუ სურთ იმ ექიმებს, მონაწილეობის მიღება, ვინც ამ კონსილიუმში არის დიდი სიამოვნებით მივესალმებით მათ ყოფნასაც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კონსილიუმის ჯგუფში.

ჩვენ არ ვენდობით იმ კონსილიუმს, სადაც მონაწილეობას იღებს იუსტიციის მინისტრი და გაურკვეველია თუ რატომ იღებს, რა კვალიფიკაცია აქვს მას ამისი, სადაც მონაწილეობას იღებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რომელმაც ის განცხადებები გააკეთა, რაც გააკეთა. ამ ადამიანებს უკვე აქვთ მიღებული გადაწყვეტილება წინასწარ, ამას არც მალავენ და შესაბამისად სრულიად გაუგებარია რა ეს ემსახურება კონსილიუმის ფორმატში განხილვები, როდესაც არც ერთი ექიმის რეკომენდაციას პენიტენციალური დაწესებულება არ ითვალისწინებს “, – განაცხადა გვარამიამ.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 26-ე დღეა, ციხეში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ის აცხადებს, რომ სანამ პატიმრობაშია, საკვების მიღებას არ აპირებს, თუმცა თანახმაა მედიკამენტოზურ ჩარევაზე.

მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანის რეკომენდაცია მის საკითხთან დაკავშირებით შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა გასცა. მთავრობა ამ დრომდე კატეგორიულად ეწინააღმდეგება სააკაშვილის გადაყვანას სამოქალაქო საავადმყოფოში და აცხადებს, რომ მზადაა ექსპრეზიდენტი გადაიყვანოს ციხის საავადმყოფოში. სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში გადასვლას არ აპირებს. ეს საავადმყოფო გლდანის ციხეში მდებარეობს. ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კი პირობა დადო, რომ სამედიცინო რეგულირების სააგენტოს დაავალებს ციხის საავადმყოფოში არსებული ვითარების შესწავლას.

ომბუდსმენის 24 ოქტომბრის განცხადების მიხედვით, ციხის საავადმყოფო კონსილიუმის რეკომენდაციებთან შეუსაბამოა და უსაფრთხოების რისკიც არსებობს.

იუსტიციის სამინისტრო ირწმუნება, რომ ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულება სრულად შეესაბამება არსებულ საჭიროებებს და, შესაბამისად, თუ აუცილებელი გახდა, სააკაშვილს მხოლოდ აქ გადაიყვანენ და არა — სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში.

აკმაყოფილებს თუ არა ციხის საავადმყოფო სააკაშვილისთვის საჭირო პირობებს

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.