SANGU-ში ბუქარესტის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
2022 წლის 3 მარტს, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ბრაჭულმა ბუქარესტის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანს, ფილოსოფიის დოქტორს, პროფესორ ვიორელ ვიზურეანუს და ამავე უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტზე იუნესკოს კათედრის გამგეს, ლილიან ჩერჩილს უმასპინძლა.
სტუმრები გაეცნენ ქართულ უნივერსიტეტში არსებულ სკოლებსა და სასწავლო პროგრამებს, დაათვალიერეს უნივერსიტეტი და ქართულ-რუმინული საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული ურთიერთობების განვითარების შესახებ იმსჯელეს.
შეხვედრა ხელს შეუწყობს, სტუდენტთა ჩართულობით, ერთობლივი სამეცნიერო და კულტურული პროექტების განხორციელებას