ახალი ამბები

CIU-სა და „საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

CIU-სა და „საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

17 ნოემბერს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და „საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ მოაწერეს. მემორანდუმის მიზანია, ერთობლივი ღონისძიებების, პროექტების, კვლევებისა და ინიციატივების განხორციელების გზით სტუნდეტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და კვალიფიციური კადრების მომზადება.

აღსანიშნავია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, „ჯეოქეისის“ ეკონომიკური მიმართულების დირექტორმა, გიორგი აბაშიშვილმა, მოდერატორობა გაუწია კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების შესახებ საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენციის გახსნით პანელს, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ბაზრის ხუთი მარეგულირებელი უწყების – „საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს“, „სემეკის“, „საქართველოს ეროვნული ბანკის“, „კომუნიკაციების კომისიისა” და “დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის” ხელმძღვანელები.

ორდღიანი კონფერენციის ფარგლებში, კონკურენციის პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების, მომხმარებლის უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიებისა და აღსრულების პროცესის თავისებურებები განიხილება.

საერთაშორისო კონფერენციაში სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის, დიპლომატიური კორპუსის, მეგობარი ქვეყნების, ბიზნესის, არასამთავრობო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლებსა და დარგის სპეციალისტებთან ერთად, მონაწილეობას 20 ქვეყნის დელეგაცია იღებს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.