ახალი ამბები

დღეს „ოცნება“ ფსონს დებს უკრაინის დამარცხებაზე – გახარია

დღეს „ოცნება“ ფსონს დებს უკრაინის დამარცხებაზე – გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ დღეს „ქართული ოცნება“ ფსონს უკრაინის დამარცხებაზე დებს და ამ ლოგიკით აქვს აწყობილი ქვეყნის საგარეო პოლიტიკა.

ამის შესახებ მან დღეს, 21 თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, ქვეყნის ევროპულ მომავალს დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, რომლის პოლიტიკა არც ფრთხილი და არც დაბალანსებული აღარ არის.

„დღეს საქართველოს აქვს რეალური შეაძლებლობა, ისტორიას დრო მოუგოს და გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ამით მოიპოვოს გრძელვადიანი სტაბილურობა, კეთილდღეობა და გარანტირებული მშვიდობა.
ევროპა მშვიდობაა!

საპირისპიროდ, რუსეთთან პირისპირ მარტო დარჩენა კი ნიშნავს ომს! ოკუპაციას და ომს
ეს არის ჩვენი ისტორიული გამოცდილება! რომელმაც ბევრჯერ დაგვანახა, რომ დასავლეთთან ერთობის გარდა, სხვა გეოპოლიტიკური არჩევანი ჩვენს რთულ რეგიონში საქართველოს სამწუხაროდ არ აქვს“, – განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, „ოცნება“ ევროპული მომავლის ნაცვლად ირჩევს ხელისუფლებაში დარჩენას ნებისმიერ ფასად.

„ამ გადამწყვეტ მომენტში, ოცნება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროპულ არჩევანს, და სვამს კითხვას – გვინდა კი ევროპა, კარგია თუ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, მალე კანონზე დაყრდნობით აგენტს დაუძახებენ ყველას, ვინც საპირისპირო აზრს გამოთქვამს… ნაციონალები კი მზად არიან ქვეყნის ევროპული მომავალი გაცვალონ სააკაშვილის თავისუფლებასა და კომფორტში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიას თქმით, საქართველო არასდროს ყოფილა ასე ახლოს ევროპულ ინტეგრაციასთან, როგორც დღეს და ასევე, არასდროს ყოფილა ასე ახლოს ამ შესაძლებლობის დაკარგვასთან.

„მივმართავ „ოცნებაში“ დარჩენილ ადამიანებს, ამ დანაშაულებრივი პროცესის ინსტრუმენტები, თქვენ ხართ, გადამალული ივანიშვილი ამ დანაშაულებრივ გეგმას თქვენი ხელით ახორციელებს, თქვენ უნდა გაიაზროთ, რომ ვერც ივანიშვილი შეძლებს უკანა კარიდან გაპარვას და ვერც თქვენ შეძლებთ მისკენ ხელის გაშვერას, რადგან! ყველას პასუხისმგებლობა იქნება პერსონალიზებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიას თქმით, როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ახლა უკვე ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებს მიმართა თხოვნით, რომ მიუხედავად „ოცნების“ ხელისუფლების ქმედებებისა, მხარი დაუჭირონ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

საქართველოში აპირებენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ, რომლის მიხედვითაც ყველა მედია და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა, ჩაითვლება „უცხოეთის გავლენის აგენტად“.

მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონპროექტის მიზანია საქართველოში მოქმედი იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკვირდებიან და აკრიტიკებენ ხელისუფლებას.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.