საქართველოს 23 წლამდელთა ძიუდოისტების ნაკრები ევროპის ჩემპიონია
საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები 23 წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის გუნდური გამარჯვებული გახდა.
უნგრეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ფინალურ შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტებმა რუსეთის ნაკრები 4-2 დაამარცხეს. რითაც საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შერეული გუნდური შეჯიბრება პირველად მოიგო.
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ინდივიდუალურ ასპარეზობაშიც წარმატებით იასპარეზა და 8 მედალი მოიპოვა: 2 ოქრო, 3 ვერცხლი და 3 ბრინჯაო.
Комментарии в Facebook